ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. Al Arabiya-ის ინფორმაციით, საუბარია 200 გარდაცვლილსა და 130 დაშავებულზე.
არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეში პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს ტერორისტები მეჩეთში შეიჭრნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანთა მისამართით, რომლებიც მეჩეთიდან გამორბოდნენ.
ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.