logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს
- +

24 ნოემბერი. 2017. 20:51



ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. Al Arabiya-ის ინფორმაციით, საუბარია 200 გარდაცვლილსა და 130 დაშავებულზე.


არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეში პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს ტერორისტები მეჩეთში შეიჭრნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანთა მისამართით, რომლებიც მეჩეთიდან გამორბოდნენ.


ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner