logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი არ აპირებს, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს ახალი პირობები დაუწესოს
- +

19 აპრილი. 2016. 14:58



ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმებს ასრულებენ. იუნკერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინისთვის უახლოეს კვირებში მიღებენ.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„უკრაინა და საქართველო ასრულებენ კრიტერიუმებს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ ეს ორი ქვეყანა საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.

 

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სირთულეებები, მაგრამ უკრაინა და საქართველო მზად არიან და უკვე მიიღეს კომისიის პოზიტიური დასკვნა. ვიმედოვნებ, რომ ევროპული პარლამენტი და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებენ", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.


მისი თქმით, ევროკავშირი არ აპირებს, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს ახალი პირობები დაუწესოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner