logo_geo
eng_logo
სომხეთმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
- +

24 ნოემბერი. 2017. 20:57



სომხეთმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ერევანმა და ბრიუსელმა შეთანხმება ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გააფორმეს.


დოკუმენტის ხელმოწერამდე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა შეთანხმებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ღირებულებების სისტემის ანარეკლი უწოდა.


„შეთანხმებას საფუძვლად უდევს ისეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული დებულებები როგორიცაა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების განმტკიცება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარება, ეფექტიანი მმართველობა", - აღნიშნა სარგსიანმა.


სომხეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებით არ შემოიფარგლება.


თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან გაფორმებული შეთანხმებები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.


„ეს არ არის გეოპოლიტიკური კონკურენცია. ეს არის რეალური პარტნიორობა", - აღნიშნა ტუსკმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner