logo_geo
eng_logo
ჯაბა კილაძე: დაღუპული სპეცრაზმელის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ნებისმიერი ფორმით ვუერთდები
- +

24 ნოემბერი. 2017. 20:58


 

თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. ამის შესახებ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი გავა ხალხი ქუჩაში და დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ საკითხზე „რეპორტიორი" მსახიობ ჯაბა კილაძეს დაუკავშირდა.

 

„დაღუპული სპეცრაზმელის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ნებისმიერი ფორმით ვუერთდები.

 

რაც შეეხება აქციას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ არ გვეშინია ტერორიზმის, ძალიან მომწონს. საბედნიეროდ ჩვენთან ისეთი რადიკალური ტერორისტული აქტი არ მომხდარა რაც მსოფლიოში ხდება და საშინელებაა და ძალიან უჭირს ძლიერ სახელმწიფოებს ამასთან გამკლავება, იმის ძახილი, რომ ჩვენ ტერორისტები დავიპყარით ვფიქრობ ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დიდად არ დგას. მითუმეტეს ჯერ ჩვენ ხომ არ ვიცით ის ხალხი ვინ იყო, არ არის ბოლომდე გამოაშკარავებული რა დაჯგუფება იყო, ამიტომ ვფიქრობ, მოთმინება სჯობს, ძალიან სახიფათო თემაა.

 

რაც შეეხება თვითონ სპეცოპერაციას, ღამე, რომ გავრცელდა ინფორმაცია, იქიდან მოყოლებული როგორც შეიძლებოდა ვადევნებდი თვალს, იმიტომ რომ ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს ქალაქში უნდა აერთიანებდეს ერთი აზრი, რომ ტერორიზმი არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე თუ კი რამე არსებობს გარშემო ამიტომ მიდგომას ასეთი პროცესის მიმართ რადიკალურად სხვას ველოდი საზოგადოების მხრიდან. ხალხში იყო მუსირება, რა ხდება ამდენი ხანი რატომ გაგრძელდა, დასკვნების გაკეთება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, როგორ შეიძლება. არის რაღაც მორალი, რაც არ ვიცი სად ისწავლება. უნდა გახსოვდეს, რომ შენი ქვეყანაა შენი ჯარია და მოდი მერე გავარჩიოთ რა შეცდომა დაუშვეს და რა იყო საჭირო როცა ყველაფერი დამთავრდება. როგორ შეიძლებოდა, რაც ხდებოდა სპეცოპერაცია მიდიოდა, ტელევიზია ხელს უშლიდა სპეცრაზმს, რაღაც აბსოლუტური კატასტროფა ხდებოდა. გამოთქვამდნენ აზრს ამდენი ხანი რატომ დასჭირდათო. რას ქვია, ხალხო სპეცოპერაცია, ტერორიზმის წინააღმდეგ სპექტაკლი, ხომ არ არის განსაზღვრული დროით. რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ფაქტია რომ ურთულესი ოპერაცია იყო. აქ ლაპარაკია დასახლებულ კვარტალზე, ელემენტარული კაცმა არ იცის იმ ხალხს შიგნით რა რესურსი ჰქონდათ, ყველაფერი ხომ უნდა გაითვალისწინო.

 

აქ  ჩვენს ქვეყანაზეა საუბარი, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა დაიგეგმოს ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ ორგანიზატორები, რომ რამე შეცდომა არ დავუშვათ, იმიტომ რომ ტერორიზმი არ არის რაღაც კონკრეტული სახელმწიფო რომლის მიმართაც შეგიძლია ნებისმიერი სახლის კრიტიკული განცხადებები გამოთქვა. ტერორისტები არიან გაუგებარი ქვეყნის, აზროვნების ადამიანები, რომლებიც თესავენ ბოროტებას და ყველგან ძალიან წარმატებით გამოსდით.

 

ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი გაუგებარი ადამიანი დადის, ამიტომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ფაქტი, ჩვენ ჯერ ასეთი მძიმე გამოწვევების მიმართ არც თუ ისე კარგად ვართ მომზადებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენს ქვეყანაში ესეთი რაღაცეები არ ხდებოდა. ამიტომ თითოეულ მოქალაქეს მართებს ათმაგი პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე. აქცია ამას არ უშველის, გონიერება სჭირდება ამ ყველაფერს.

 

შოკში ვიყავი. გუშინ რომ ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც მთავრობაში იყვნენ და იციან რა პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ქულები დაიწერონ ხალხში უკმაყოფილებას თესავენ, ყველამ თავის მორალს ჩახედოს თვალებში, რამდენად სწორია, როდესაც შენი რაღაცის გამო შენს ქვეყანას საფრთხეში აგდებ", - განაცხადა ჯაბა კილაძემ.    

 

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner