logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: ყოველთვის მხარში დავუდგები იმ ხალხს, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული
- +

24 ნოემბერი. 2017. 21:01


 

თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. რას ფიქრობს ამ ინიციატივის შესახებ და კიდევ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანი ნების გამოსახატავად - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ „რეპორტიორთან" ისაუბრა.

 

„მინდა, გულისტკივილი გამოვხატო სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლის გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად ქვეყანას. რაც შეეხება დუმილით პატივის მიგებას, არ არის ცუდი იდეა, მონაწილეობასაც მივიღებდი, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიმყოფები.

 

ტერორიზმის წინააღმდეგ მე ვსაქმიანობდი, როდესაც ვხელმძღვანელობდი უშიშროების სამინისტროს. ყოველთვის მხარს დავუჭერ და მხარში დავუდგები იმ ხალხს, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული", - განაცხადა ხაბურძანიამ.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner