ავტორი ნინი ჩოქური
თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელ ნანა დევდარიანს ესაუბრა.
„თავისთავად, სოლიდარობის მოთხოვნილება რომ ჩნდება, ეს უკვე კარგია. საერთოდ, ადამიანები როდესაც იკრიბებიან, ერთიანობის გრძნობა უჩნდებათ.
უნდა ჩატარდეს შეკრება ლოზუნგით „არა ტერორიზმს", უნდა დავანახოთ, რომ არ გვეშინია", - განაცხადა დევდარიანმა.