logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს
- +

24 ნოემბერი. 2017. 21:25



სირიის კრიზისი და აშშ-თურქეთს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობები, სოჭში გამართული სამიტი და სირიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters თურქეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


სოჭში ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვდა.


ამავე სამიტის ფარგლებში, პუტინთან აუდიენცია გამართა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner