logo_geo
eng_logo
ლონდონის მეტროში პანიკაა - მიმდინარეობს ევაკუაცია!
- +

24 ნოემბერი. 2017. 21:27



ლონდონში, მეტროსადგურ „ოქსფორდის ცირკიდან" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება შეიარაღებული პოლიცია.


ბრიტანელი ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მეტროსადგურში ბევრი პოლიციელია, მოსახლეობა კი, ტერიტორიის დატოვებას გაქცევით ცდილობს.


სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ მეტროსადგურში პანიკური მდგომარეობა შეინიშნება და ზოგი მოქალაქე ამბობს, რომ არსებობს ინფორმაცია ბომბის შესახებ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner