logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თამარ სანიკიძე არცერთი პარამეტრით არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას
- +

19 აპრილი. 2016. 14:39


 

„განათლების სამინისტროს პირველი პირი რეალურად არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას არცერთი პარამეტრით, პირადი რესურსიდან დაწყებული, იმ შედეგებით დამთავრებული, რაც მის საქმიანობას მოსდევს", - აღნიშნული განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი რამდენიმე მაგალითს ასახელებს და ამბობს, რომ განათლების სფროში რეალური რეფორმირება არ ხდება.



„მაგალითად, დაწყებითი კლასების პედაგოგთა 83 % ვერ ლახავს კომპეტენციის მინიმალურ ზვარს; ამ კუთხით საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, ტექნიკურ საგნებში არის კატასტროფული შედეგები. ასევე პროფესიული განათლების სფეროში აღებული ვალდებულება განათლების სამინისტროსი 2013 წლიდან გულისხმობდა სისტემის რეფორმირებას, ძალიან კარგად ვიცით, რომ აგრარულ სფეროში 22 პროფესიული ტექნიკური სასწავლებლიდან 18 მაპროფირებელი აგრარული იქნა დახურული. ყველაფერი რჩება ფურცელზე და რეალური რეფორმირება არ ჩანს. თამარ სანიკიძის საქმიანობასთან დაკავშირებით დუმილი გაუმართლებელია.", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner