ლონდონში, მეტროსადგურ Oxford Circus-ის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Associated Press ავრცელებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგური და ავტობუსების გაჩერება ევაკუირებულია. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმხილველები წერდნენ, რომ ევაკუაციის დროს მოქალაქეების ნაწილმა თავი კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარა.