logo_geo
eng_logo
რა მოხდა ბინაში რამდენიმე დღით ადრე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა?! - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება!
- +

24 ნოემბერი. 2017. 23:08


 

„უბანი სადაც, სპეცოპერაცია ჩატარდა, იქ არის ძალიან მჭიდრო დასახლება, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით სადარბაზოებიდან და ამ სადარბაზოებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, მაინც შესაძლებელი იყო, რომ ვიღაც დაზარალებულიყო", - ამის შესახებ  ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. არეშიძის განცხადებით, სახლში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ერთი კვირის წინ შეცვალეს კარი, რომელიც ისეთი მძიმე იყო, რომ მისი აწევა ამწით მოხდა.

 

„ჩვენ კადრებშიც ვხედავდით, მიუხედავად იმისა, რომ იყო კორდონები, იყო ხაზები გავლებული, იქაური მოსახლეობა მაინც დადიოდა და ძალიან რთული იყო მთლიანად იზოლირება. ასეთ გარემოში სპეცოპერაციის ჩატარება არის ძალიან რთული, ძალიან. შესაბამისად, მე არ ვიცი, მსოფლიოში არცერთი სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ვერ გეტყვით იმას, რომ მეთოდოლოგია არსებობს მაინცდამაინც ამ სივრცეში ასე რომ უნდა ჩაატარო ოპერაცია... ყოველთვის ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით ხდება. მე ვთვლი, რომ ეს სპეციფიკა ზედმეტადაც კი იყო გათვალისწინებული. როდესაც სპეცრაზმმა დაიწყო ალყის შემორტყმა იმ წუთშივე დაიწყეს ხალხის ევაკუაციაც. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - რამდენიმე დღით ადრეა იმ ბინის კარი გამოცვლილი, სადაც ეს სპეცოპერაცია მოხდა. ეს კარი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, როგორც უბნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ათმა კაცმა ვერ ათრია და შემდეგ მოიყვანეს ამწე, გისოსებია იქ და იმ გისოსებში გააძვრინეს და ძლივს დაამაგრეს. საინტერესოა, თავისთავად ეს ფაქტი, რატომ მიიტანეს ასეთი სიმძიმის კარი... თვითონ სახლიც თავის დროზე საავიაციო ქარხნის მიერ არის აშენებული. მაშინ ასეთი სახლების აშენების დროს ძალიან სერიოზული მიდგომა ჰქონდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ განსაკუთრებით შეჯავშნილი სახლია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ისეთი ფარღალალაა. არ ვიცი კორპუსი სპეციალურად შეირჩა თუ არა, მაგრამ კარი რომ ამისთვის დაკიდეს ეჭვმიტანილებმა ფაქტია, როგორც ჩანს, ემზადებოდნენ...", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner