ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 21 ნოემბერს დაკავებული პირის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევია, რომელიც 2010 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა, ადვოკატი იმედა ქარქაშაძე უარყოფს.
„სურხო დუდაევს მე არ ვიცავ და ეს აბსურდია. ეს სახელი სხვადასხვა მედიამ, ალბათ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინიციალებს დაუკავშირა", - აცხადებს ქარქაშაძე და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ვინაობას ისევ არ ასახელებს.