logo_geo
eng_logo
შსს: ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი
- +

24 ნოემბერი. 2017. 23:53



შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

 

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner