logo_geo
eng_logo
დავით ზურაბიშვილი: გვექნება ოპონირება „ოცნებასთანაც“, ერეკლესთანაც, კოხტა ბელადთანაც და აღა-მაჰმად-ხანთანაც
- +

19 აპრილი. 2016. 15:03

 


„რესპუბლიკური პარტია კოალიციაში დროებით დარჩა", - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ გაირკვევა, სად და რა ფორმით იქნება პარტია. 



„აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩვენ ვიქნებით სრულიად დამოუკიდებლები. ჩვენ არ გვჭირდებოდა, არ ვაპირებდით და სწორიც იყო, რომ არ გამოვიწვიეთ კრიზისული ვითარება მთავრობაში, არ ვიხუვლეთ ერთიანად და არ დავტოვეთ მინისტრების პოსტები; ასე მოქცევა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. უმჯობესად მივიჩნიეთ გარკვეული ეტაპობრივობა. მგონი, სწორად მოვიქეცით ამ სიტუაციაში. არჩევნებში კი ვიქნებით დამოუკიდებლად და გვექნება ოპონირება  „ქართულ ოცნებასთანაც", ერეკლესთანაც, კოხტა ბელადთანაც და აღა-მაჰმად-ხანთანაც. შევეცდებით, ამ პროცესში ჩვენი თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

რესპუბლიკური პარტიის დარჩენას უმრავლესობაში საპარლამენტო უმრავლესობის

წევრი თამაზ მეჭიაური ასე აფასებს:

„ეს სიტუაცია მაგონებს შემდეგს: ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა

ბელადი?! ვერ გეტყვით, ცხენი გადმოაგდებს თუ არა კოხტას".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner