logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ხანძრისას 11 ადამიანი დაიღუპა
- +

25 ნოემბერი. 2017. 01:57

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.


შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა წინასწარი ინფორმაცია 12 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია დაზუსტდა.


„მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

 

სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925", - აცხადებენ შსს-ში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner