logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს!
- +

25 ნოემბერი. 2017. 02:13


 

„გარდაცვლილია 11 ადამიანი. დაახლოებით 10-12 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბევრი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა სასტუმროდან. ყველას სამძიმარს ვუცხადებთ იმ დანაკლისის გამო, რომელიც გაგვაჩნია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედთან" ჩართვისას განაცხადა.  


„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მაშველები ყველა სართულს ამოწმებენ, აფასებენ მდგომარეობას. საბოლოოდ არ შეგვიძლია დადასტურება, რომ ხანძრის კერა სრულიად ლიკვიდირებულია.

სამწუხაროდ ახლა არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ახლა მიმდინარეობს პროცესი ყველა ნომრის სათითაოდ დათვალიერების. ხანძრის მიზეზების მოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უმკაცრესი გამოძიება. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, ისაა რომ ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე. ეს გამოძიება იქნება ობიექტური. პირველადი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია, გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა უცხოელებიც არიან. დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს", - განაცხადა გახარიამ.






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner