შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში სესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„როგორც ჩან იმ ინფორმაციით რომელიც ჩვენ ამ წუთებში გაგვაჩნია შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე. ხანძარი იყო მეოთხე მეხუტე სართულზე",- აცხადებს გიორგი გახარია.
შს მინისტრი ბათუმის სასტუმრო ლეო გრანდში სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევაზე საუბრობს
გიორგი გახარიას თქმით, სასტუმროს სართულების დათვალიერება ამ წუთებსიც მიმდინარეობს და საბოლოო, დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი
.
„აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნოირმების დარღვევა უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"-აღნიშნა გახარიამ.
შს მინისტრი სასტუმროს მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.