logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი კალისტრატე ცინცაძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
- +

19 აპრილი. 2016. 15:15



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრნენ.


ღონისძიება, რომელიც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა, ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა.


კონფერენციაზე სიტყვით გიორგი ალიბეგაშვილი გამოვიდა და კალისტრატე ცინცაძის მოღვაწეობასა და დამსახურებებზე  დეტალურად  ისაუბრა, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს წვლილს გაუსვა ხაზი.


კალისტრატე ცინცაძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის სასულიერო აკადემიის, სემინარიის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო გამოფენა, რომელზეც  ორგანიზატორებმა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალა წარმოადგინეს.


კონფერენციის დასასრულს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ერეკლე თურქაძის წიგნის „კალისტრატე ცინცაძე და წმინდა გრიგოლ ფერაძე" წიგნის პრეზენტაცია შედგა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner