logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბათუმის ტრაგედია - მწარე გაკვეთილი!
- +

25 ნოემბერი. 2017. 10:21



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება:


„ბათუმის ტრაგედია - მწარე გაკვეთილი!

სსრკ-ში კორპუსების უმრავლესობა 9-სართულიანი, იცით, რატომ იყო? იმიტომ, რომ მაშინდელ სტანდარტს იყო მისადაგებული - სახანძრო მანქანის კიბე 30 მეტრზე იშლებოდა. სხვა ნებისმიერ კორპუსს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სატვირთო ლიფტი.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ მეტალოპლასტმასს და გიფსოკარდონს არ იყენებდნენ. მეტალოპლასტმასი წვისას გამოყოფს აირს, რომელიც შესუნთქვისას იწვევს თითქმის მომენტალურ სიკვდილს.

ყველა შენობის ექსპლუატაციაში შესვლა საჭიროებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალურ დასკვნას.

განსაკუთრებით, მრავალსართულიანი!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. გარდაცვლილია 11 ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner