„რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ვერ ვხვდებით, რა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა გაგუა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უჩინარი ხელი" ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა აპრიორად დადგინდეს, რომ აქ და ახლა, საქართველოში, ტერორისტები დაჯლიგინებენ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კი ასანთის ღერივით ალდება! ხალხი იღუპება, პიროვნება კი დაუცველი და შეშინებულია! ტურიზმისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აქ და ახლა, საქართველოში, „საშიშია!"... არავინ ვიცით, კიდევ სად აფათურდება იგივე „უჩინარი ხელი" ხვალ, ზეგ ან მაზეგ... ასე მგონია და ასე ვფიქრობ მე! არაფერს ვამტკიცებ! თუმცა, ასე მეფიქრება! დომინოს პრინციპით მიეწყო ერთმანეთს ნეგატივი..." - წერს ნანა გაგუა.