logo_geo
eng_logo
ნინო სურგულაძე: რასაც აკეთებ, ძალიან უნდა გიყვარდეს!
- +

19 აპრილი. 2016. 15:35



ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში წარმატების ფორმულაზე საუბრობს და იხსენებს კარიერაში პირველ ნაბიჯებს.


„ძალიან რთულია ერთ წინადადებაში, თუმცა ალბათ ეს სიტყვებია - მონდომება და გამართლება. ამასთანავე უსაზღვროდ დიდი სურვილი რაღაცის კეთების, უბრალოდ, რასაც აკეთებ, ძალიან უნდა გიყვარდეს. ბევრი, საუკუთესო წლები მაქვს გატარებული სწავლაში, მაგრამ არაფერს ვნანობ. სხვაგვარად არ შემეძლო, თუმცა იმისთვისაც მზად ვარ, რომ ერთ დღესაც სცენას დავტოვებ. ჩემი ცხოვრება რა არის მხოლოდ სცენა, ეს არის უსაყვარლესი ოჯახი და მეგობრები", - ამბობს ნინო სურგულაძე.


ოპერის მომღერლისთვის პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში მრავალი სირთულით დაიწყო.

 

„პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო. იყო ცრემლებიც, იმის სურვილიც, რომ უკან დავრუნებულიყავი, ენა რომ არ იცი, ძალიან რთულია, თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ენა მალე ვისწავლე. იტალია ჩემი მეორე სახლია, მაგრამ არა სამშობლო იმიტომ, რომ სამშობლო მხოლოდ ერთია. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ბავშვობიდან საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი და ყოველთვის მომწონდა ახალი გამოწვევები", - იხსენებს ნინო სურგულაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner