logo_geo
eng_logo
ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული
- +

25 ნოემბერი. 2017. 13:48



ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული. თითქმის 15 საათია, საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომობილებს თურქეთის მიმართულებით არ უშვებს.


როგორც მძღოლები პირველ არხთან აცხადებენ, მათივე უსაფრთხოებისთვის პოლიცია გადაადგილებას უკრძალავს და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, როდესაც გზები გაიხსნება.


გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 30-კმ 96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner