logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი: პუტინმა იცის, რომ რუსეთს თუ გამოეცალა სტალინის სული, მაშინ სული ამოხდება რუსეთს
- +

25 ნოემბერი. 2017. 16:24



დგას თუ არა სტალინის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების საკითხი და აქვს თუ არა კავშირი ამ საკითხთან კრემლს - ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანმა სამაუწყებლო კომპანია „ობიექტივის" ეთერში ისაუბრა.

 

„კადიროვმა მორიგი სულელური განცხადება გააკეთა. ძალიან საეჭვოა, რომ ეს პუტინის მიერ იყო დავალებული.

 

ის, რომ სტალინისაგან გათავისუფლდეს რუსეთი და მისი სული გამოეცალოს რუს ხალხს, ეს ნამდვილად არ არის პუტინის დავალება, რადგან პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთს თუ გამოეცალა სტალინის სული, მაშინ სული ამოხდება რუსეთს.

 

სტალინს საქართველოში არაფერი ესაქმება, სტალინი იმ ქვეყანაში უნდა იყოს დამარხული, რომელიც უზარმაზარ იმპერიად გადააქცია. იმ მეგაპოლისში უნდა იყოს დაკრძალული, რომელიც თავისი მკერდით დაიცვა. რა თქმა უნდა, როგორც ლენინს ვერავინ მოკიდა ხელი და ვერც მომავალში მოკიდებენ, ასევე სტალინიც იქნება ხელშეუხებელი და დარჩება იმ ადგილზე, სადაც ამჟამად არის", - განაცხადა ონიანმა.

 

აქვე იხილეთ რამზან კადიროვის განცხადება:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=8&id=58220

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner