ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მუშაობამ გააოცა:
„წუხელ პირდაპირ ეთერში მუშაობისას, რამაც გამაოცა, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი აღმოჩნდა, რომელიც ასე, ტელეფონით გვერთვებოდა და ყველა კითხვაზე პასუხს გვცემდა ჟურნალისტებს. ისე კი არა, ერთ არხს რომ ამოირჩევენ ხოლმე, ყველას გვპასუხობდა და გვერთვებოდა.
ჰოდა, რატომ დავწერე, ისეთი გადაჩვეულები ვართ მთავრობის წარმომადგენლებისგან ინტერვიუებს, განსაკუთრებით ექსტრემალური სიტუაციისას, როცა პასუხი აუცილებელია, სავალდებულოა და მაინც გვაიგნორებენ ხოლმე ჟურნალისტებს, საჭიროდაც არ თვლიან, გვიპასუხონ ხოლმე, არ მჯეროდა, ყურში რომ მითხრეს, გახარია გყავს სატელეფონო ხაზზე და ეთერში დროზე შეიყვანეო", - წერს ინგა გრიგოლია.