ავტორი ნინი ჩოქური
„ქართველი საზოგადოებრიობა, მართლმადიდებლობისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრის, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებას კატეგორიულად ემიჯნება!" - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.
სანდრო ბრეგაძე გამოდის ინიციატივით, რომ არასამთავრობო სექტორმა ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარადგინოს.
„ეს იქნება ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მართლმადიდებლობის მტრისა და მამათმავლობის აპოლოგის ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე დამტკიცება.
ქართველი საზოგადოებრიობა, კონსერვატორული და ეროვნულად მოაზროვნე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვდივართ წინადადებით, რომ წარდგენილ იქნას ალტერნატიული კანდიდატურა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს კანდიდატი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე უნდა იყოს, რომელიც ამ პოსტზე აბსოლუტურად შესაფერისია.
თუ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა იქნება გატანილი პარლამენტის სხდომაზე, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ, რათა ქართული ეკლესიის დანგრევის მოსურნე, მართლმადიდებლობის მტერი ნინო ლომჯარია არ გახდეს სახალხო დამცველი. მისი ამ პოსტზე დანიშვნა, იქნება ქართველი ერის სირცხვილი და მართლმადიდებლური რწმენის შეურაცხყოფა.
„ქართული ოცნების" გუნდში არიან პატიოსანი ადამიანები, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც ლომჯარიას კანდიდატურის კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან.
მოვუწოდებ ყველას, იქნებიან ეს „ქართული ოცნების" თუ ოპოზიციური პარტიის წევრები, რომ ლომჯარიას კანდიდატურის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.