logo_geo
eng_logo
ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს
- +

25 ნოემბერი. 2017. 22:01



ქობულეთში, სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან გასაღებას.


შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner