საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი ანგარიშით 21:20 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ აშშ-ს 21:12-ს უგებდა, თუმცა, საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის ეს ნოემბრის დასკვნითი ტესტ-მატჩი იყო.
საქართველოსა და ამერიკის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორჯერ გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა" მოიპოვეს, სამჯერ კი ამერიკელებმა.