logo_geo
eng_logo
თბილისში სროლისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს
- +

25 ნოემბერი. 2017. 23:40

 

„საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავა", -  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში მყოფმა პირმა გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას" მარკის ავტომანქანა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში, ასევე, აღმოჩენილია ნიღაბი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.




 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner