-
+
26 ნოემბერი. 2017. 01:29
გენო პეტრიაშვილი 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
გადამწყვეტ შეხვედრაში გორელმა მოჭიდავემ რუსეთის დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში აშკარა უპირატესობით 11-0 დაამარცხა.