logo_geo
eng_logo
შსს-მ ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

26 ნოემბერი. 2017. 11:03

 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს”, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 


“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.წ. მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში, ქუთაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.



დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner