logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სიცოცხლეს გავწირავ და ამას არ დავუშვებ!
- +

19 აპრილი. 2016. 16:03



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს:


სიცოცხლეს გავწირავ და ამას არ დავუშვებ, რადგან ზუსტად ვიცი, ბევრი პარტია ეროვნული იდეებით გამოვა, არჩევნებზე მოგვატყუებენ, იფარისევლებენ, თუ საჭიროა, ჩოხას ჩაიცვამენ, მორწმუნეებად მოგვაჩვენებენ თავს, თქვენი ხმებით პარლამენტში შევლენ და მომავალ პარლამენტში ჯერ ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს გააძლიერებენ, ჰომოსექსუალებს განუსაზღვრელ უფლებებს მიანიჭებენ, სექტებს დაცვის ახალ მექანიზმებს შეუმუშავებენ, მართლმადიდებლობას შეზღუდავენ, აპოგეა კი ბოლოს იქნება - რეალობა შეიცვალა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დავუშვათ, თორემ ევროპაში არ შეგვიშვებენო და ამ უზნეობის დაკანონებით დააგვირგვინებენ. ვისაც არ სჯერა, დაიმახსოვროს ეს პოსტი და 2-3 წელში გავახსენებ!" - წერს ბრეგაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner