logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გამოვრიცხეთ მტრული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა რუსეთთან
- +

21 თებერვალი. 2016. 11:51


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან". რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, დიალოგისათვის გამოვიყენოთ".



ჩვენ გამოვრიცხეთ მტრული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელიც ვერანაირ დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, და ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. არ გვაქვს ასევე არანაირი დადებითი დინამიკა იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს საკუთარ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები, რაიმე სახის გართულება ამ ურთიერთობების და ამ სიტუაციის, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner