logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის თემის წამოწევას, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს
- +

19 აპრილი. 2016. 16:05



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის თემის წამოწევას, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.



აღნიშნული საკითხი დეტალურად გაშუქდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე საბაზრო ღირებულებით საინვესტიციო ვალდებულებით გაასხვისა 2 000 კვ.მეტრი ფართობი.
არანაირ
გაზგასამართ სადგურზე არ იყო საუბარი. იყო საბაზრო ღირებულება, იყო აუქციონი და ინვესტიციების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, შემდგომ ინვესტორმა თვითონ გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტებთან არაერთი საუბარი შედგა, ინვესტორმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ერთი ბიზნესის მაგივრად მეორეს აკეთებს. თვითონ თემის წამოწევაც კი, ჩემი გადმოსახედიდან, არის პოლიტიკური სპეკულაცია იმიტომ, რომ რა ზეწოლაზეა საუბარი, ვისზე განვახორციელე და როგორ. პირიქით, აქეთ იყო ყველანაირი შემოტევა.

აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება მოხდა კანონის სრული დაცვით და მაშინ არ იყო საუბარი გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner