პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპულის ოჯახის წინაშე! თბილისში და ბათუმში!
ასევე, ქედს ვიხრი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებთან, რომლებმაც ძალიან დიდი სტრესი ასე გმირულად გადაიტანეს და გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს! მართლა გაოგნებული ვუსმენდი და გული მეკუმშებოდა ისე მშვიდად, კულტურულად იქცეოდნენ და დღემდე ასე შეგნებულად ეკიდებიან ყველაფერს... ამას დიდი ძალა სჭირდება!
და ბოლოს, ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ყველა იქ მყოფის წინაშე, რომლებმაც მინიმალური ტექნიკით გადაარჩინა უამრავი ადამიანი! ყველანაირი პანიკის გარეშე და უმოკლეს დროში!
P.S. ასევე ყველა ჟურნალისტს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ და გვაწვდიან ინფორმაციას!" - წერს ნატო დუმბაძე.