logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: უნდა გეყოთ გონიერება და მიხვდეთ, რა საშიშროებას აგვარიდა უსაფრთხოების სამსახურმა!
- +

26 ნოემბერი. 2017. 17:56



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც არ უნდა გძულდეს ხელისუფლება, როგორ ოპოზიციაშიც არ უნდა იყო, ყველას უნდა გეყოთ გონიერება და უნდა მიხვდეთ, რა საშიშროებას აგვარიდა უსაფრთხოების სამსახურმა! ნაწილობრივ დაადასტურა ვახტანგ გომელაურმა, რომ ლიკვიდირებული ტერორისტი საერთაშორისო ტერორისტების სიაში შესული ახმედ ჩატაევია! წარმოდგენაც მზარავს, რა შეიძლება მომხდარიყო... მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, სადაც ტერორისტი ცოცხლად ჩაბარდა ხელისუფლებას და არ აიფეთქა თავი, არ დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები! კარგია, რომ ამერიკული მხარე ჩართულია ყველა პროცესში, ერთხელ მაინც გვეყოს გონიერება და სწორად გავაანალიზოთ, რა მასშტაბის საშიშროება იქნა აცილებული! მადლობა ყველა მათგანს, ვინც ოპერატიულად მიიღო, დაამუშავა ინფორმაცია და მინიმალური მსხვერპლით ჩაატარა სპეცოპერაცია! ტერორიზმს სამშობლო არა აქვს!" - წერს ჯღარკავა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner