ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მორიგი, მეცხრამეტე სტიპენდიატი გვყავს: ძალიან ნიჭიერი გოგონა ზემო სურებიდან, მარიკა მეგრელიშვილი დღეს ჩოხატაურში, ივლიტას ბიბლიოთეკაში დავაჯილდოეთ. #გურულიდღიურებიფონდი გამორჩეულ მოსწავლეებს და სტუდენტებს სტიპენდიებს უნიშნავს. #მომავლისთვის", - წერს კეკელიძე.