logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: წარმოდგენა არ მაქვს, შეცდომებზე მაინც რატომ არ ვსწავლობთ...
- +

26 ნოემბერი. 2017. 20:51



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ძალიან ვწუხვარ ბათუმის სასტუმრო „ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის გამო. ხანძარს 11 ადამიანი შეეწირა.

ვუსამძიმრებ ოჯახებს.

წარმოდგენა არ მაქვს, შეცდომებზე მაინც რატომ არ ვსწავლობთ.

ქობულეთის სასტუმროს მსხვერპლით დასრულებული ხანძრის შემდეგ რატომ არ შევამოწმეთ ყველა სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოებაზე?

ასე ბრუყვულად რატომ მივეცით უფლება „ლეო გრანდს", ემუშავა?

ვფიქრობ, დღესვე უნდა დაიწყოს ყველა სასტუმროს და სხვა მომსახურების დაწესებულებების (და არამარტო მათი) შემოწმება და ყველგან მოწესრიგდეს უსაფრთხოების ნორმები.

თუ სტანდარტი არ არსებობს, სასწრაფოდ დადგინდეს.

ამ ტრაგედიაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მხოლოდ სასტუმროს მეპატრონე? არც ეს იქნება სამართლიანი.

ვწუხვარ ორმაგად, შეცდომების გამეორებისა და დაღუპულთა გამო", - წერს ჩანადირი.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner