BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე ღამის კლუბში იატაკი ჩაინგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შემთხვევა ქალაქ ადეხეში მოხდა. მერის მიგელ როდრიგესის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
ღამის კლუბ Butterfly Disco Pub-ში ესპანელების გარდა ფრანგები, ბრიტანელები, ბელგიელები და რუმინელები იმყოფებოდნენ.