logo_geo
eng_logo
ლონდონის მეტროს ინციდენტზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს
- +

26 ნოემბერი. 2017. 23:52



ლონდონში, მეტრო Oxford Circus-ში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ორი პირი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი წერს.


გამოცემის ცნობით, დაკავებულებისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.


დაკავებული პირები 21 წლის და 40 წლის კაცები იყვნენ.


24 ნოემბერს ლონდონის მეტროში სროლის გამო, ორი მეტროსადგური - „ოქსფორდ სერკუსი" და „ბონდ სტრიტი"დაიკეტა. ბრიტანული მედია ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ევაკუაცია ტერორისტული თავდასხმის საშიშროების პრევენციას მოჰყვა.  მომხდარი ინციდენტისას 15-მდე ადამიანი დაშავდა.


შეგახსენებეთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახლემწიფოს" წევრებმა სააგიტაციო მასალის გავრცელება დაიწყეს, რომელშიც თავის მიმდევრებს ევროპაში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner