ლონდონში, მეტრო Oxford Circus-ში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ორი პირი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
დაკავებული პირები 21 წლის და 40 წლის კაცები იყვნენ.
24 ნოემბერს ლონდონის მეტროში სროლის გამო, ორი მეტროსადგური - „ოქსფორდ სერკუსი" და „ბონდ სტრიტი"დაიკეტა. ბრიტანული მედია ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ევაკუაცია ტერორისტული თავდასხმის საშიშროების პრევენციას მოჰყვა. მომხდარი ინციდენტისას 15-მდე ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებეთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახლემწიფოს" წევრებმა სააგიტაციო მასალის გავრცელება დაიწყეს, რომელშიც თავის მიმდევრებს ევროპაში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ.