„უახლოეს საათებში ან დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივით უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ", - უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ვხსნით ევროკავშირს უკრაინის მოქალაქეებისთვის. უკვე უახლოეს დღეებში, შესაძლოა საათებშიც კი, ველოდებით შეტყობინებას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი იუნკერი ხელს მოაწერს და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოსთვის გადასცემ საკანონმდებლო წინადადებას უვიზო რეჟიმის საკითხზე", - განაცხადა პოროშენკომ.