logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: წასვლის დრო მოვიდა!
- +

27 ნოემბერი. 2017. 01:23



ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, ადამიანმა ყველა შეცდომაზე პასუხი უნდა აგოს და დრო მოვიდა თავისი თანამდებობა დატოვოს.


„Радио Свобода"-ს ცნობით, ერთ-ერთ რუსულ არხზე საუბრისას კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც ის არის, ახლა კი წასვლის დრო მოვიდა".


ყოველ შეცდომაზე პასუხი უნდა აგო ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ... არა იმას, რომ დავიღალე, რომ მე არ მინდა მსახური. არამედ მივიჩნევ, რომ დადგა დრო. ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ - რომ ებრძოლა და აღედგინა წესრიგი. ხოლო ახლა ჩვენთან წესრიგია, პატივისცემაა, გაგებაა საზოგადოებაში, რუსეთში. პირველ რიგში, ისინი ჩვენ გვაღიარებენ, როგორც რუსეთის მოქალაქეებს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ცვლილებები მოვახდინოთ ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც. რაც შეეხება მემკვიდრეს, ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა. თუ მე შემეკითხებიან, თუ ვინ მსურს - არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც 100%-ით შეძლებენ ამ ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა კადიროვმა.


რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მეთაურობს და მას ყოველთვის კრემლის კადრად მოიაზრებდნენ.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner