ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსულმა სტუმარმა თავიდანვე იგრძნოს, რომ ყურადღება და ორგანიზებულობა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ქუმსიშვილმა „იმედის კვირასთან" ისაუბრა.
„ჩვენ 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი სტუმარი გვეყოლება, მათ შორის 1100 კერძო სექტორის წარმომადგენელი - ეს არის ხუთასამდე დიდი, მსხვილი კომპანია. და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წარმომადგენლები.
თუ ვთქვათ სხვა კორიდორებს, მაგალითად ზღვით გადაზიდულ ტვირთს სჭირდება 40-45 დღე, ხოლო ჩრდილოეთ კორიდორს სჭირდება 18-დან 22 დღემდე, ჩვენი კორიდორით ტვირთი შესაძლებელია ევროპაში და ევროპიდან უკან - აზიაში, მოხვდეს 7-იდან 9 დღემდე.
ეს არის ორი დიდი ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება. ერთი ეს არის თბილისთან ახლოს, ხოლო მეორე ქუთაისთან. და მხოლოდ ამ ორი პროექტის საინვესტიციო მოცულობა არის დაახლოებით 170 მილიონი დოლარი. ხოლო საბოლოო ჯამში, იქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფორუმის ფარგლებში 150-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.
„თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე დასასწრებად საქართველოში უკვე ჩამოვიდა უკრაინის პრემიერმინისტრი.
ფორუმი ორდღიანია და ის 28-29 ნოემბერს გაიმართება.