შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1979 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.