გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა. ინფორმაციას „2030.news" ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე.
კახა იმნაძის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა.
დღეს სომხურმა მედიამ სომხეთში გაერო-ს ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბან კი მუნი ერევანში 25 აპრილს ჩავა. გაერო-ს გენერალური მდივანი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის გარდა, აზერბაიჯანშიც გეგმავს ვიზიტს.