logo_geo
eng_logo
გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა
- +

19 აპრილი. 2016. 16:45



გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა. ინფორმაციას „2030.news" ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს  გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე.


კახა იმნაძის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ  საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა.


დღეს სომხურმა მედიამ სომხეთში გაერო-ს ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბან კი მუნი ერევანში 25 აპრილს ჩავა. გაერო-ს გენერალური მდივანი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის გარდა, აზერბაიჯანშიც გეგმავს ვიზიტს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner