logo_geo
eng_logo
სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან
- +

27 ნოემბერი. 2017. 12:44



ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან" მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან. სასტუმრო „ლეოგრანდთან" გარდაცვლილთა ახლობლები იკრიბებიან.


სასტუმროსთან ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები მივიდნენ.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეს არის დიდი ტრაგედია.


27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.


ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner