logo_geo
eng_logo
„ლიფტიდან დედას დაურეკა, - მიშველე, ვიხრჩობიო“ - სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის დეტალები
- +

27 ნოემბერი. 2017. 13:16



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, „ლეოგრანდში" ავარიული სიგნალიზაცია არ ჩაირთო. მათ, ვინც აუზში, საუნაში ან სავარჯიშო დარბაზებში იყვნენ, ცეცხლის გაჩენის შესახებ ვერაფერი გაიგეს. საფრთხე მხოლოდ მაშინ იგრძნეს, როცა კვამლისგან სუნთქვაც გაუჭირდათ და მხედველობაც გაუუარესდათ. მათ გარეთ ვეღარ გამოაღწიეს და გაიგუდნენ.


„ლეოგრანდი" 182-ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ტრაგედიის შემდეგ გაირკვა, რომ იქ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა არ ჰქონდათ. მათ შორის არც სახანძრო კიბე. აღარაფერს ვამბობთ ავარიულ სიგნალიზაციაზე, რომელიც არ ჩართულა.

 

ხანძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულებიდან სამი მეხანძრე-მაშველია.

 

ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის ვინაობა. ესენი არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შატაკიშვილი.

 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებიდან 2 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 6 - სავარჯიშო დარბაზში, ერთი - კიბეზე.

 

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორელი.

 

22 წლის ბექა შატაკიშვილი გორიდან იყო, ბათუმის სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი. იგი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობდა. მასთან ერთად დაიღუპა გიორგი მორთულაძე, რომელიც ასევე სტიქაროსანი იყო.

 

გარდაცვლილები 23, 26, 27, და 33 წლისები არიან.

 

1 მეზღვაური იყო, ნაოსნობიდან 1 კვირის წინ დაბრუნდა", - წერს „პრაიმტაიმი".


21 წლის კუკური მორთულაძე სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. როგორც მისმა ახლობლებმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, სასტუმროში სავარჯიშოდ იყო მისული:

 

„სპორტსმენი იყო და სასტუმროში სავარჯიშოდ ხშირად დადიოდა. არ ვიცით, რა უნდა ვთქვათ. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. სტიქაროსანი, პერსპექტიული სპორტსმენი. მთელი სოფელი დამწუხრებულია", - ამბობენ მისი ახლობლები.


ერთ-ერთი გარდაცვლილის, სტიქაროსან ბექა შატაკიშვილის ახლობელი ჰყვება, რომ მან ლიფტიდან დაურეკა დედას და შველა სთხოვა: „ლიფტიდან დედას დაურეკა, - მიშველე, ვიხრჩობიო". გიორგის მარტოხელა დედა ზრდიდა.


„გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მომხდარ ხანძარში დამნაშავეს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, რომელთაგან 5 თურქეთის, ერთი კი ისრაელის მოქალაქე იყო.

 

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ ქობულეთში მოხდა - 2015 წლის 10 მაისს, ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმრო „არმაზში", სადაც რუსთავიდან ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „სიხარული 2" დაბინავდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა 45 ადამიანმა მოახერხა, მათგან 31 მოზარდი იყო", - წერს „პრაიმტაიმი". 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner