logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია
- +

27 ნოემბერი. 2017. 16:13



ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.


მათივე განმარტებით, საედ დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.


სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.


ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სურხო დუდაევი იყო, თუმცა ეს დაკავებულის ადვოკატმა უარყო.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner